მამუკა ბახტაძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

10 სექტემბერი 2018, 00:00 1973 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა. პირისპირ გამართული შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მამუკა ბახტაძემ  ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ერის არჩევანია.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შესახებ ისაუბრეს. განიხილეს ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებიც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი