მმართველმა გუნდმა მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა

10 სექტემბერი 2018, 00:00 1842 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი გუნდი დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ ზურაბიშვილი გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებს, სამი თვის წინ გახდა ცნობილი, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ წარადგენდა. 

ცესკოში 46 განაცხადია შესული.   მათგან 26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია. 8 სექტემბერს ცესკოში პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა. კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებმა 10 დღის ვადაში საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა წარადგინონ. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია.  საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე კატეგორიაში