მაშველებმა და მოქალაქეებმა, შავი ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმის პირობებში, 17 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და სანაპირო ზოლში აღმართული წითელი ალმებისა, მოქალაქეები გაფრთხილებას არ დაემორჩილენ.
კვარიათში სამი, ქობულეთში ორი და ურეკში ხუთი, ეს არასრული ჩამონათვალია იმ შემთხვევებისა, რა დროსაც ზღვაში საბანაოდ შესულ ადამიანებს, დახმარება დასჭირდათ. თქვენ ახლა კადრში ხედავთ სამაშველო ოპერაციის ვიდეო მასალას, რომელიც საგანგებო სამსახურმა, მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. სამსახური კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციას. მათივე ინფორმაციით, ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს.