საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენის ვადა ხვალ იწურება

07 სექტემბერი 2018, 00:00 1782 ნახვა

ხვალ მთავრდება საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამჟამად რეგისტრაცია დასრულებული აქვს 4 კანდიდატს, ჯამში კი 39 მსურველი აღმოჩნდა ქვეყანაში, ვისაც  პრეზიდენტობა სურს. აქედან ნაწილი პოლიტიკური პარტიის მიერაა წარდგენილი, უმრავლესობა კი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

ახლა კანდიდატებს 26 ათასამდე ამომრჩევლის ხელმოწერა სჭირდებათ. ეს ჯერ იმისთვის, რომ რეგისტრაცია დაასრულონ. ასევე 11 დღეში დასრულდება უბნების დაკომპლექტებაც. უფრო ადრე კვირას კი გაირკვევა ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება.“ მმართველი გუნდი პოლიტსაბჭოს სხდომისთვის ემზადება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი