აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლის იუბილე აღინიშნა ხულოში. სხალთის მუზეუმში ისტორიკოსები, პროფესორ-მასწავლებლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ისაუბრეს 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგებზე. აჩვენეს ვიდეორგოლი რომელიც ასახავდა სელიმ ხიმშიაშვილისა და მაღალმთიანეთის სხვა ცნობილი მოღვაწეების ღვაწლს.