გასვლითი ტური კოლხეთის ეროვნულ პარკში

07 სექტემბერი 2018, 00:00 2271 ნახვა

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში გრძელდება. ფესტივალის მონაწილე მეცნიერები და მოხალისეები გადამფრენ  ფრინველებს დღეს კოლხეთის ეროვნულ პარკში დააკვირდებიან.  გაეცნობიან ასევე არწივების გავრცელების შესახენ ინფორმაციას, რომლის შესახებ პრეზენტაციას ცნობილი ამერიკელი ორნითოლოგი დღის ბოლოს გამართავს. 

ფესტივალი ოფიციალურად ხვალ დაიხურება. წელს მასში  მეცნიერები მოხალისეები და ეკოტურისტები 25 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო  ფესტივალი აჭარაში უკვე მეშვიდედ ტარდება. რეგიონი მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად მიიჩნევა და აჭარაში მსოფლიო ამ კუთხით  მესამე ადგილზეა. ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი