ანაზღაურების გარეშე დარჩენილი ქართველები სამშობლოში დაბრუნდნენ

07 სექტემბერი 2018, 00:00 6015 ნახვა

საქართველოს 17 მოქალაქე, რომლებსაც  თურქმა დამსაქმებლებმა ხელფასი არ გადაუხადეს დღეს აჭარაში დაბრუნდნენ. ისინი მეზობელ ქვეყანაში სეზონურად მუშაობდნენ.  

ქართველები სარფში უნიეს მერიის მიერ გამოყოფილი ავტობუსით ჩამოიყვანეს.

მოქალაქეებმა საზღვარი რამდენიმე წუთის წინ გადმოკვეთეს. 

ისინი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვებიან, რომ დამსაქმებელი მათ მძიმე პირობებში ამუშავებდა. ''თხილს ვკრეფდით საშინელ პირობებში. საკვებს არ გვაძლევდა და არც იმის საშუალებას გვქონდა, რომ საჭმელი თავად მოგვემზადებინა. ღამით, სადაც ჩვენ ვიძინებდით კარებზე აკაკუნებდნენ და გვაშინებდნენ"- ყვება თურქეთში დასაქმებული სალომე დვალიშვილი.

მოქალაქეებს სარფში ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ოსმან მჟავანაძე დახვდა და სამტრედიაში საკუთარი ხარჯებით გაუშვა. 

სამშობლოში დაბრუნებამდე მოქალაქეები,  ორდუს გუბერნიაში, ქალაქ უნიეში, ქართველების მიერ ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდნენ. 

ქართველები ხელშეკრულების გარეშე მუშაობდნენ, ამიტომ იურიდიულად დავის საფუძველი არ ჰქონდათ. შესაბამისად, მათ ნაცვლად პოლიციასა და შესაბამის უწყებებს ეთნიკურად ქართველებმა მიმართეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი