მართვის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებს გამოცდის ჩაბარება ქალაქის ქუჩებშიც მოუწევთ. ახალი წესი წლის ბოლომდე ამოქმედდება.
მომავალი მძღოლების პრაქტიკულ ცოდნას პატრული ქუჩაშიც შეამოწმებს. აქამდე არსებული სტანდარტით ტესტირების გავლის შემდეგ, მოქალაქეებს პრაქტიკული დავალების შესრულება, სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე უწევდათ.
სიახლე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დაანონსა.
მართვის მოწმობის აღება თეორიულ ნაწილშიც რთულდება. მოქალაქეებს საერთო ჯამში 1784 საკითხი სწავლა მოუწევთ, აქედან კი 51 ბილეთი ეკოლოგიას შეეხება. ახალი ტესტები ჩამონათვალში 30 სექტემბრიდან დაემატება.
ეკო-მართვის ბილეთების შემოღებას საქართველოს ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებაც ავალდებულებს.
მთავრობა ამ გზით საწვავის მოხმარების და მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემცირებას, ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესში მომავალი მძღოლების აქტიურ ჩართვას ცდილობს.
ახალი საგამოცდო ტესტების კითხვები და პასუხები მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.