რუსუდან სიხარულიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბათუმში 7 სექტემბერს ჩატარდება. ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორებსა და ოლიმპიურ ჩემპიონებს შეაფასებენ.
შეჯიბრს ბათუმი წელს მე-5-ედ მასპინძლობს. სპორტსმენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უკვე ჩამოფრინდნენ.