ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო, რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში არ შემოუშვეს

04 სექტემბერი 2018, 00:00 2003 ნახვა

რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლაზე უარი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "იტარტასის" სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და ენ-ტე-ვე-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს უთხრეს.როგორც ცნობილია, თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს.

სწორედ ამ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ ჟურნალისტები. "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებულ მედიაკონფერენციას ესწრებიან ისეთი ექსპერტები, რომლებსაც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დარღვეული აქვთ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი