ნიკოლოზ ბასილაშვილი VS  რაფაელ ნადალი

03 სექტემბერი 2018, 00:00 1874 ნახვა

„შემეძლო, სამ პარტიაში დამესრულებინა მატჩი, მაგრამ არ გამომივიდა. საერთო ჯამში, ტაიბრეიკზე ცუდად არ გამოვიყურებოდი, მაგრამ ბასილაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა. ჩემთვის ეს დიდი მოგებაა“,  - ეს კომენტარი - რაფაელ ნადალმა კორტზე თამაშის დასრულების შემდეგ გააკეთა.

აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში ღირსეული წინააღმდეგობის მიუხედავად ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ რაფაელ ნადალთან დამარცხდა და   ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ბასილაშვილს ოთხ სეტში მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. შეხვედრა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

 ქართველი ჩოგბურთელი კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში. ბასილაშვილმა  180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 31-ე პოზიციაზე გადავიდა, რაც მისი რეკორდია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი