უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი

21 ივლისი 2016, 00:00 3226 ნახვა

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა ''მარმალზე'' დისლოცირებულმა III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ''ბრავო'' ასეულმა ნატოს ეგიდით მიმდინარე ''მტკიცე მხარდაჭერის'' მისია დაასრულა. აღნიშნულმა ბატალიონმა სამშვიდობო მისია II ქვეითი ბრიგადის ასეულს გადააბარა. 32-ე ბატალიონის ''ბრავო'' ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის სპეციალური მედლები გადაეცათ. უფლებამოსილების გადაბარების პარალელურად ქართულ ქვედანაყოფებს შორის საპატრულო რაიონის გადაბარება და ქართული ასეულის საპასუხისმგებლო ზონაში ერთობლივი პატრულიც განხორციელდა. 

ამავე კატეგორიაში