რუსეთში შესაძლოა ქართული ღვინის და ''ბორჯომის'' იმპორტი აიკრძოლოს

21 ივლისი 2016, 00:00 4577 ნახვა

რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის ''ბორჯომის'' იმპორტი. რუსული მედიის ინფორმაციით, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც დაგმობს საქართველოს და კიდევ ხუთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.  გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, 2017 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივოს სანქციები ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ. გადაწყვეტილებას შეუერთდნენ მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი