ენმ-ის ბრიფინგი და ბსუ-ს პასუხი

21 ივლისი 2016, 00:00 4547 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ დრომდე არ მიუღია სარგებელი მწვანე კონცხზე მდებარე არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ. უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული ტერიტორია ამჟამად აჭარის მთავრობის ბალანსზე ირიცხება. რეზო ხარაზის თქმით, ამ თემაზე სასაუბროდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შესახვედრად მივიდა, თუმცა მას განუმარტეს, რომ ზურაბ პატარაძე ადგილზე არ იმყოფებოდა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების მიხედვით, მწვანე კონცხზე არსებული ერთი ჰექტარი მიწს ნაკვეთის სანაცვლოდ უმაღლესმა სასწავლებელს ჩაქვში უმაღლესი საბჭოს შენობა მას შემდეგ უნდა გადაეცეს, რაც საკანონმდებლო ორგანო ბათუმში გადმოვა სამუშაოდ.

ამავე კატეგორიაში