მოქალაქეებს თითქმის სამი საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზა. წყავროკელებმა გზაზე ის ხილი და ბოსტნეული დაყარეს, რომელიც მათი თქმით აზიურმა ფაროსანამ გააფუჭა.
მოსახლეობა კომპენსაციას და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. ცნობილია რომ მთავრობა ფერმერებს მხოლოდ ბანკებთან უშუამდგომლებს, რისი შედეგიც უკვე მიღწეულია - ეს სესხის გადახდის ვადის გახანგრძლივებაა.