დაზიანებული მოსავალი

31 აგვისტო 2018, 00:00 1766 ნახვა

თხილის შემდეგ სიმინდი, პომიდორი, კიტრი, მსხალი და სხვა ხილი - აზიური მავნებელი აზიანებს, როგორც  მცენარეს და ფოთლებს ისე ნაყოფს. ქობულეთის სოფლებში: წყავროკაში, ლეღვასა და მუხაესტატეში მცხოვრებლები ამბობენ, რომ  სიმინდის ყანების დიდი ნაწილი უკვე  უვარგისია. აზიურმა ფაროსანამ ადგილობრივები ხილისა და ბოსტნეულის გარეშე დატოვა. მოქალაქეები ამბობენ, რომ მოსავალი არათუ გასაყიდი, არამედ საოჯახო მოხმარებისთვისაც აღარ დარჩა ბაღებში.

სოფელ წყავროკაში მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ მცენარეებს რეგულარულად წამლავენ, თუმცა ქიმიკატები უხარისხოა. სოფლის მეურნეობის მინისტრი კი ირწმუნება, რომ ფაროსანას რაოდენობა შეწამლვის შედეგად გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. რაც შეეხება პესტიციდებს, ტიტე აროშიძე ამბობს, რომ უხარისხოა ის პესტიციდი რომელიც შეძენილია არასათანადო ადგილებში. მისივე თქმით   ფერმერისთვის რთულია ამოიცნოს სერტიფიცირებული და ხარისხიანი წამალი. მინისტრი ირწმუნება რომ შესაწამლ საშუალებებზე  კონტროლი გამკაცრდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი