ნუ ყვირიხართ საქულას დუქანში ხომ არ ხართ - სულიკო თებიძე

31 აგვისტო 2018, 00:00 2328 ნახვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე მიკროავტობუსების საკითხზე მსჯელობას მოყვა, ხვალიდან კონკურსს გავლილი სამარშუტო მიკროავტობუსები ახალი სქემით იმოძრავებენ. “ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ ქალაქში სამარშუტო ხაზები ისევ კორუფციული გზით იყიდება. მათი ვარაუდით, მძღოლები  კონკურსში კომპანიების ქოლგის ქვეშ  იმიტომ მონაწილეობდნენ, რომ დამოუკიდებლად ვერ მუშაობენ.

მიკროავტობუსების  მუშაობის  კონტროლი  მკაცრდება,  ამისთვის ერთი თვის ვადაში ავტომობილები ჯიპიარეს სისტემით უნდა აღიჭურვოს, შემოდის საბილეთო სისტემაც. ქალაქში ყოველდღიურად 250 ერთეული იმოძრავებს, იცვლება მარშრუტების ნაწილიც. საკონკურსო კრიტერიუმები 6 გადამზიდავი კომპანიის,  636 მიკროავტობუსიდან 564-მა დააკმაყოფილა.

ბათუმის მერია შარტავას ქუჩაზე მიწას 3 მილიონ ლარად გაყიდის. საპრივატიზაციოდ მიწის გატანის გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. 

სხდომა განცხადებებით გაიხსნა. ევროპული საქართველო მერიას მოუწოდებს დროულად განათავსოს ქალაქში საარჩევნო პლაკატებისთვის სტენდები, “ქართული ოცნების” დეპუტატი ლაშა სირაბიძე კი გაჭიანურებული სამუშაოების გამო, აიპი “სასაფლაოების’ დირექტორს საკრებულოში იბარებს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი