სოფელ წყავროკის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

31 აგვისტო 2018, 00:00 5786 ნახვა

სოფელ წყავროკის მოსახლეობამ ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა. მოქალაქეებმა გზაზე სიმინდი, თხილი, მსხალი, მანდარინი და ხურმა დაყარეს, რომელიც მათი თქმით აზიურმა ფაროსანამ გააფუჭა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროდუქტის რეალიზაციას ვერ ახერხებენ, რადგან მავნებელმა ის სრულად გაანადგურა. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ და კომპენსაციების გაცემას ითხოვენ. 

ირწმუნებიან, რომ წამლობითი ღონისძიება უშედეგო იყო, რადგან ხილი და ბოსტნეული მაინც გაფუჭდა.

მოსახლეობასთან ერთად ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებიც იმყოფებიან. 

აქციაზე სამართალდამცველებიც მივიდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებასაც. 

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. 

ისინი თორნიკე რიჟვაძის განცხადებას აპროტესტებენ, რომელიც კომპენსაციების გაცემას ეხებოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 29 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ კომპენსაციების გაცემა არ იგეგმება, რადგან ხელისუფლებას ამის რესურსი არ არის. 

კომპენსაციების გაცემისა და საფინანსო ორგანიზაციებთან სესხების გადავადების მოთხოვნით აქციები აჭარის მთავრობასთანაც გაიმართა. 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საფინანასო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პირველადი შეთანხმება მიღწეულია და შესაძლოა, ​ქობულეთელ ფერმერებს, რომლებსაც წელს თხილის მოსავალი მავნებლებმა გაუნადგურა სეხის გადახდის პერიოდი გაეზარდოთ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი