ჯონ მაკკეინს 2 სექტემბერს დაკრძალავენ

30 აგვისტო 2018, 00:00 1680 ნახვა

ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ცხედარი საპატიო ყარაულის თანხლებით ქალაქ ფენიქსში, არიზონის შტატის კაპიტოლიუმის შენობაში გადაასვენეს. გადასვენების ცერემონია მაკკეინის დაბადების დღეს გაიმართა.  სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობდნენ მაკკეინის მეუღლე და შვილები, მათ შორის ჯეკ მაკკეინი, რომელიც მამის დაკრძალვაზე დასასწრებად ავღანეთის მისიიდან დაბრუნდა.

სენატორს ანაპოლისში საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე 2 სექტემბერს დაკრძალავენ. ჯონ მაკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა. ამერიკელი სენატორის დაკრძალვას საქართველოს პარლამენტის წევრები დაესწრებიან. უმრავლესობისადან თამარ ჩუგოშვილი, უმცირესობდან კი   დავით ბაქრაძე გაემგზავრებიან.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი