საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. პრემიერი უკვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს, მათ შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას. ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.