ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ /ფოტო/

30 აგვისტო 2018, 00:00 6621 ნახვა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ზარალი დიდია. მეპატრონეებს სავაჭრო ობიექტები დაზღვეული არ ჰქონდათ. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სრულად დაიწვა ხუთი, ნაწილობრივ კი 4 მაღაზია.

სავაჭრო ობიექტების პარალელურად დაზიანდა მომიჯნავედ მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავი. ის ნაწილობრივ დაიწვა. წყალი ოთახებში ჩავიდა და საოჯახო ინვენტარი გაანადგურა. 

ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პრევენციის მიზნით ტერიტორიაზე რჩება ერთი სახანძრო ბრიგადა. მეხანძრეები კერებს ამუშავებენ.

დამწვარი შენობები სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, გამოძიება მიმდინარეობს. 

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. 

ცეცხლი 23-ე სკოლის უკან, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და სხვა სავაჭრო ობიექტებსაც მოედო, სადაც სამშენებლო მასალები და მალაალებადი პროდუქტები იყიდება. მაღაზიებში საღებავები, შპალერები და სხვა პროდუქტებია განთავსებული. 

ხანძრის ჩაქრობას 2 საათზე მეტი დრო დასჭირდა. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი