ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ გაიხსნა შუახევში. მონაწილეები ტრადიციულად ფურტიოს ხიდთან შეიკრიბნენ. ამ ფესტივალის მიზანი სწორედ აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაციაა მწერლებსა და პოეტებს შორის, ასევე აჭარის ისტორიასა და კულტურაზე ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა.
ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ხვალიდან ხულოში გადაინაცვლებს, ადგილობრივი ანსამბლების კონცერტები გაიმართება, ასევე მოეწყობა პოეზიის საღამოები, საჯარო ლექციები და მასტერკლასები.