დეპარტამენტი, რომელსაც ავთანდილ ბერიძე ხელმძღვანელობდა უქმდება

29 აგვისტო 2018, 00:00 2080 ნახვა

აჭარის მთავრობის აპარატში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით, დეპარტამენტების რაოდენობა ერთი მესამედით მცირდება. უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის, შიდა აუდიტისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტები უქმდება.  

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. იგეგმება რამდენიმე დეპარტამენტის გაერთიანებაც. 

უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ავთანდილ ბერიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო.

სად დასაქმდებიან აჭარის მთავრობაში გაუქმებული დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. 

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ერთთვიანი მუშაობის შემდეგ ახალი სტრუქტურა ჩამოაყალიბეს.

''მე ვთქვი და დავპირდი უმაღლეს საბჭოს, როგორც თავმჯდომარესთან ასევე თითოეულ დეპუტატთან მექნებოდა უშუალო კომუნიკაცია, ამდენად მე არ ვფიქრობ, რომ შუამავალი რგოლის, დეპარტამენტის არსებობა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი". 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, მცირე მთავრობის კონცეფცია საკუთარ უწყებებშიც გაატარონ. მოსახლეობის საჭიროები კი ეფექტური და მობილური შემადგენლობით დააკმაყოფილონ.

მთავრობის სხდომაზე დღეს 7 საკითხს განიხილავენ. სხდომა 11 სააათზე დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი