თურქული ხომალდის ეკიპაჟის წევრები ხელფასს ითხოვენ

27 აგვისტო 2018, 00:00 2630 ნახვა

თურქული ხომალდის, ალიხან კარტავის, ეკიპაჟის წევრები 5  თვეა, ბათუმის ნავსადგურში იმყოფებიან. ტექნიკური პრობლემების გამო გემს ნაოსნობის უფლება შეუჩერდა. ეკიპაჟის წვერების თქმით, თვეების განმავლობაში გემის მფლობელისგან ხელფასი და საკვები არ მიუღიათ. დავალიანება კი დაახლოებით 32 ათას ლარია.   ისინი დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სიტუაციის შესახებ ინფორმირებული არიან საზღვაო ტრასპორტის ადმინისტრაცია და საზღვაო პროფკავშირი. მათივე ცნობით, ხომალდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და სარემონტო სამუშაოებიც თავადვე შეასრულეს, ანაზღაურება კი დღემდე არ მიუღიათ.

 საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თქმით, გემთმფლობელმა თვის ბოლომდე უნდა მოაგვაროს ფინანსური პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკიპაჟის წევრები სასამართლოს მიმართავენ. მეზღვაურთა პროფკავშირებმა უკვე მიმართეს პროკურატურას, სახალხო დამცველსა და შრომის ინსპექციას. პროფკავშირების იურისტის განცხადებით, იკვეთება სისიხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ეკიპაჟის წევრებს შორის ოთხი საქართველოს  სამი ინდოეთის, ერთი ირანის და ერთი უკრაინის მოქალაქეა. ხომალდს ფოთიდან ბათუმში სამშენებლო მასალა  გადაჰქონდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი