ბათუმში ტურისტი პოლიციის მეორე განყოფილებას, გენინსპექციაში უჩივის

27 აგვისტო 2018, 00:00 6214 ნახვა

ბათუმში დასასვენებლად ჩამოსული ბელარუსის  მოქალაქე  პოლიციის მეორე განყოფილებას, გენინსპექციაში უჩივის.  როგორც დაზარალებული ყვება, ზებრაზე გადასვლისას  ავტომობილმა  გზა არ დაუთმო, შემდეგ კი მძღოლი გადმოვიდა და სცემა. როგორც ყვება მოქალაქეები ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანებითაც ემუქრებოდნენ.  

დაზარალებულის ცნობითვე, ადგილზე მისულმა მეორე განყოფილების გამომძიებელმა საქმე მანამდე არ  აღძრა, სანამ ტურისტმა გენერალურ ინსპექციაში არ დარეკა.

პაველ კირილოვი ყვება, რომ პოლიციელებმა ის სასწრაფოს მანქანიდან ძალით გადმოიყვანეს, რადგან სხვა მოქალაქე იყო გადასაყვანი. მოგვიანებით კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში  მისული, ახსნა განმარტების გარეშე მიიყვანეს მეორე განყოფილებაში და პოლიციის პროტოკოლის დარღვევით მოექცნენ.

 ბელარუსის მოქალაქე, რომელიც თბილისში 3 წელია ცხოვრობს სამართლებლივ დავასაც აპირებს, რადგან როგორც ამბობს, მისი უფლებები პოლიციასთან ერთად მედიკოსებმაც დაარღვიეს. ფაქტთან დაკავშირებით, შსს კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი