საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მქონე ამერიკელი სენატორი, რომელმაც ქართველ ხალხს თავი ყველაზე მძიმე დღეებში დაამახსოვრა, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯონ მაკკეინი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა და მუდმივად ლობირებდა ქვეყანას აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში.
საქართველოს შესახებ სენატორ მაკკეინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი იყო 2008 წლის 12 აგვისტოს, ამერიკელ ამომრჩევლებთან ნათქვამი შემდეგი ფრაზა: „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“. ჯონ მაკკეინს დღეს საქართველოში იხსენებენ.