ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი გამოქვეყნდა

25 აგვისტო 2018, 00:00 2285 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი, საგნების მიხედვით გამოაქვეყნა. სტატისტიკური ანალიზის სრულად ნახვა აბიტურიენტებს ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, 2018 წლის აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის (საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, გადაადგილება, წაშლა) ვადა გახანგრძლივდა.პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს 27 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

ამავე კატეგორიაში