ამერიკული გემი ბათუმის ნავსადგურშია

23 აგვისტო 2018, 00:00 3184 ნახვა

ამერიკული გემი USS Carney ბათუმის ნავსადგურშია. ეკიპაჟის წევრებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, დაგეგმილია ერთობლივი წვრთნების ჩატარება. 

„ამერიკული გემის USS Carney-ს ჩამოსვლა ეძღვნება შეერთებული შტატების კავშირების გამყარებას ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო და მუშაობს ერთიანი მიზნის – შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისთვის. USS Carney ჩაატარებს ერთობლივ წვრთნებს სანაპირო დაცვასთან ერთად და მოაწყობს ტურს გემზე შერჩეულ ჯგუფებთან,“ – აღნიშნულია განცხადებაში. 

ბათუმში დღეს იტალიის საზღვაო ფლოტის სკოლის ხომალდი „NAVE PALINURO“  შემოვიდა. 

ამერიკისა და იტალიის გემები ბათუმში სამი დღის განმავლობაში დარჩება და საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 26 აგვისტოს დატოვებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში