ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. ამის შესახებ ინფორმაცია სასწავლებელმა გაავრცელა. „საბჭომ მიიღო სრულიად ალოგიკური და ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება - ნათვქამია განცხადებაში.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თამარ სანიკიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელს სტუდენტების მიღება 1 წლით შეუჩერდა, ახალგაზრდებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.იმ აბიტურიენტებს კი რომლებიც წელს აბარებდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სანიკიძის თქმით, მობილობის პრინციპით სხვა ავტორიზებულ სასწავლებლებში გადანაწილდებიან.