ქართველ მეზღვაურებს და გაუჩინარებულ გემს ისევ ეძებენ

20 აგვისტო 2018, 00:00 12722 ნახვა

ტანკერი „პანტელენას“ სამძებრო სამუშაოებში ჩართულია „საერთაშორისო საზღვაო ბიურო.“IMB-ს სათავო ოფისიდან მოგვწერეს, რომ უკვე ინფორმირებულია მეკობრეების თემაზე მომუშავე შესაბამისი ცენტრიც (IMB Piracy Reporting Centre), გაფრთხილებულია რეგიონის ხელისუფლება და ყველა გემი, რომელიც ამჟამად იმყოფება აღნიშნულ ტერიტორიაზე.

წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული რომ ყველა მხარეა ჩართული სამძებრო სამუშაოებში.

კითხვაზე - იკვეთება თუ არა უკვე გემის გაუჩინარების კონკრეტული მიზეზი - გვიპასუხეს, რომ ჯერ-ჯერობით არ აქვთ ინფორმაცია გემის ადგილმდებარეობის შესახებ, შესაბამისად კომენტარს ვერ გააკეთებენ.

გემი რადარებიდან 14 აგვისტოს გაუჩინარდა, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავს და ბერძნულ კომპანიას ეკუთვნის.ახალი ინფორმაცია არ აქვთ და კომენტარის გაკეთებისგან ასევე თავს იკავებენ დამსაქმებელ შუამავალ კომპანია „იალქანში,“ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ინფორმაციას მეზღვაურების შესახებ არც ოჯახის წევრები ფლობენ, ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან. საერთშორისო საზღვაო ბიუროს ცნობით, გვინეის ყურე ერთ-ერთი სახიფათო ადგილია.

ამავე კატეგორიაში