1 დაღუპული და 3 დაშავებული საქართველოს მოქალაქე სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შემდეგ.დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. გარდაცვლილი გენადი მოსულიშვილი ავტობუსის კომპანია "მიმინოტრანსის" ქართველი მფლობელი იყო.
თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის სტავროპოლის ოლქში შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17. რუსეთის შსს-ს სტავროპოლის ოლქის სამმართველოს ინფორმაციით, 9 დაშავებულიდან 7 რუსეთის, 2 კი - საქართველოს მოქალაქეა.