მემორანდუმი ''აგროსერვისცენტრსა'' და ''CARD''-ს შორის

20 ივლისი 2016, 00:00 3349 ნახვა

აგროსერვის ცენტრი და სომხური ფონდი ვეტერინარულ სფეროში ითანამშრომლებენ. შესაბამის შეთანხმება დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აგროსერვის ცენტრის დირექტორმა და ფონდ “ქარდი”-ს გენერალურმა დირექტორმა მოაწერეს. პროექტის განსახორციელებლად 85 ათასი ევროა გამოყოფილი. შეთანხმება ვეტერინარიის სფეროში გამოცდილების გაზიარებას და აჭარაში ცხოველთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის უახლესი მეთოდების დანერგვას ითვალისწინებს. 

ამავე კატეგორიაში