შუახევის ბიუჯეტი გაიზარდა

20 ივლისი 2016, 00:00 3306 ნახვა

შუახევის ბიუჯეტი შემოსავლების ხარჯზე 421 ათასი ლარით გაიზარდა. 175 ათასი ლარად გზებზე გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად სპეც-ტექნიკას შეიძენენ. 115 ათასი ლარი კი სოფელ მახალაკიძეებში წყალსადენის მშენებლობას მოხმარდება. 30 ათასი ლარით გაიზარდა გამგეობის სარეზერვო ფონდი, თანხა სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ცვლილებებს ბიუჯეტში მხარი ,,თავისუფალი დემოკრატებმა" და დამოუკიდებელმა დეპუტატმა არ დაუჭირეს.

ამავე კატეგორიაში