შაბათ-კვირას შავიზღვისპირეთში დროგამოშვებით მოიღრუბლება და მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს დაბლობს და აღმოსავლეთის ბარს, უმეტესად ღუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, პერიოდულად წვიმა და ელჭექით.
შაბათ-კვირას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება მოსალოდნელი არ არის, მცირე ნალექი კი მხოლოდ სიცხის ფონზე იქნება, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთიდან შედარებით სუსტად გავრცელებული ნოტიო ჰაერის მასები გამოიწვევს.