აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, დღეს სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ციტრუსის მოსავლის დაზღვევაზე ისაუბრეს. რა სახის დახმარება გაეწევათ ფერმებს?- შეხვედრაზე კონკრეტული შეთავაზებები ჯერ არ დასახელებულა, რადგან სადაზღვეო კოპანიები რეკომენაციების მოლოდინში არიან. თუმცა ითქვა, რომ გასული წლების ნაცვლად სახელმწიფო დაზღვევაში ჩაერთვებიან.
დაზღვევის პროგრამის მიხედვით ანაზღაურებას ექვემდებარება სეტყვისგან, ქარიშხალისგან, ჭარბი ნალექისა და საშემოდგომო ყინვებისაგან მიყენებული ზარალი. ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი. შეხვედრა მხოლოდ ორი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.