ქობულეთის მოსახლეობა თხილის კომპენსირებას ითხოვს

14 აგვისტო 2018, 00:00 3562 ნახვა

ქობულეთის მოსახლეობა თხილის კომპენსაციას ითხოვს.   ადგილობრივების ინფორმაციით, ფაროსანამ თხილის ნაყოფი გაანადგურა და ფერმერები შემოსავლის ძირითადი  წყაროს გარეშე დატოვა. მთავრობის სახლთან  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრებიც იმყოფებოდნენ.

საკითხს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოეხმაურნენ. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ფერმერებზე კომპენსაცია მიმდინარე სეზონზე  ვერ გაიცემა,  რადგანაც ზარალის დათვლა შეუძლებელია. ტიტე აროშიძის განმარტებით, სამინისტრო პრევენციული ღონისძიებებთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. 

ამავე კატეგორიაში