დღეიდან მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს ნახევარ ფასად შეიძენთ. ფასდაკლება გავრცელდება მთელს მოსახლეობაზე.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს დღეიდან გაიაფდება ერთ -ერთი ყველაზე ძვირიანი და მოთხოვნადი მედიკამენტი „მედფორმინი“. ასევე ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი წამლების: „გლიკლაზიდისა“ და „გინეპლიდის“ ყიდვა. პირველი სექტემბრიდან ამ სამ მედიკამენტებს პენსიონერები სუბსიდირების საშუალებით შეიძენენ. ასევე გაფართოვდება გულსისხლსძარღვთა სისტემის სამკურნალო პრეპარატების პროგრამა.