ხულოში, სოფელ ალმეში ქალი სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებული რეანომობილით ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოში გადმოყავთ. განზრახ სხეულის დაზიანების ბრალდებით კი პოლიციამ 50 წლამდე მამაკაცი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით საქმესთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით შემთხვევა დღეს მოხდა და პოლიციამ ამავე სოფელში მცხოვრები 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავა. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.