ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდებულს ადვოკატი ორშაბათს შეხვდება

11 აგვისტო 2018, 00:00 1348 ნახვა

ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე დაკავებულ რუსლან შავაძეს, ადვოკატი საპატიმროში სავარაუდოდ ორშაბათს შეხვდება. მსჯავრდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს. მისი თქმით, შავაძესთან კონსულტაციის შემდეგ შესაძლოა საქალაქო სასამართლოს განაჩენი 1 თვის ვადაში გაასაჩივრონ. ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული,1997 წელს დაბადებული, ძებნილი რუსლან შავაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 9 აგვისტოს ბათუმში  დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით და მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ახმედ ჩატაევმა, იბრაგიმ ადაშევთან და რუსლან შავაძესთან ერთად, 2017 წლის 27 ოქტომბერს არალეგალურად გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვრის კირნათი - მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთი, რაშიც დახმარებას ასევე უწევდნენ მათი დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. მათ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ  გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რუსლან შავაძეს დაუსწრებლად 13 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი