ეკომიგრანტი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ბოლქვაძეების საცხოვრებელი გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა.ოჯახში 8 მცირეწლოვანი ბავშვია.
დაზარალებულები ამბობენ, რომ გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, ბოლქვაძეების ოჯახს დახმარებას უახლოეს მომავალში აღმოუჩენენ.