გონიოს დასახლებაში მცხოვრებლები მოსაცდელების დასახლებულ პუნქტთან ახლოს განთავსებას მოითხოვენ. საუბარია გონიოს გზატკეცილზე, კერძოდ, კი ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილობრივები განმარტავენ, რომ მოსაცდელი დასახლებული უბნიდან მოშორებითაა, რის გამოც ფეხით უწევთ დიდი მანძილის გავლა.
მოქალაქეები უკვე დამონტაჟებული მოსაცდელების ადგილმონაცვლეობას ან ახლის განთავსებას მოითხოვენ. ბათუმის ავტოტრანსპორტში განმარტავენ, რომ კომპანიამ მოსაცდელები სტანდარტის შესაბამისად მოაწყო, რომელიც 300-დან 400 მეტრ სიშორეს ითვალისწინებს. გარდა ამისა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ კომპანიას ნებართვა არ მისცა მოსაცდელი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის ზონაში განეთავსებინა.