მახალაკიძეების მცხოვრებთა პროტესტი

19 ივლისი 2016, 00:00 3338 ნახვა

მე-14 დღეა სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივთა თქმით, სამართალდამცველების დახმარებით სოფელში გვირაბის მშენებლობა განახლდა. ადგილობრივების მოთხოვნა უცვლელია, ისინი სოფლის შესახებ გეოფიზიკური დასკვნის დადებას და უსაფრთხოების რუქის შექმნას მოითხოვენ. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა, ხოლო შუახევის გამგებლის ინფორმაციიით, გეოლოგიური დასკვნის მიხედვვით სოფელში მცხოვრები 31 ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ექვემდებარება. 61 საცხოვრებელს კი სარემონტო-გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება, რისთვისაც 200 ათასი ლარი გამოიყოფა.

ამავე კატეგორიაში