ხანძარი ბათუმში, გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში წუხელ მაღაზია “ტექნობუმს” ცეცხლი გაუჩნდა. დაიწვა 250 კვადრატული მეტრი ფართობი, მაღაზიას კი 1 მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარის ზარალი მიადგა. ცეცხლის სავარაუდოდ დაახლოებით 3-ის ნახევარზე გაჩნდა, შენობაში თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ.
ხანძრის გაჩენის სავარაუდოდ მიზეზად მეპატრონემ ელექტროსადენები დაასახელა. მთავარი საფრთხე ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლის გავრცელების რისკი იყო საიდანაც ხანძარს რამდენიმე მეტრი აშორებდა. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.