ბათუმის აკვატორიაში საშტორმო მდგომარეობაა. ზღვაზე 4 ბალიანის შტორმი ფიქსირდება. სამაშველო კოშკურებზე წითელი ალმები აღმართეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანაობა აკრძალულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა 5 აგვისტოს 10 საათამდე იმოქმედებს. ხვალიდან მეტეოროლოგები სანაპირო ზოლში ღელვის შემცირებას და ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ.