განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა - შენახვა - გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 132 აბი „სუბოქსინი“, 21 აბი „ექსტაზი“, 3 გრამზე მეტი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მორფინის მარილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.