პრემიერის ვიზიტი თურქეთში

19 ივლისი 2016, 00:00 4297 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის სახელმწიფოს და თურქ ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა და კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს გარდაცვლილთა გამო. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, ბინალი ილდირიმთან. დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს.

ამავე კატეგორიაში