“აჭარის მთავრობის რეგლამენტით, როგორც წესი, მთავრობის სხდომა დახურულია, თუმცა მთავრობის თავმჯდომარის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული გახდება თუ არა სხდომა საჯარო”- აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონალური კოორდინატორი.
მალხაზ ჭკადუას თქმით, თორნიკე რიჟვაძის მიერ მისი ხელმძღვანელობით პირველივე სხდომის დახურვას, აუცილებლად მოჰყვება საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია. მისთვის გაუგებარია განახლებული მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება.