ნარკოდანაშული 

29 ივლისი 2018, 00:00 1550 ნახვა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს. ერთი 36 წლისაა, მეორე კი 45-ს. ერთ-ერთის    პირადი ჩხრეკისას  ნივთმტკიცებად 2 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს,   მეორე დაკავებულის ჩხრეკისას კი 3 შეკვრად დაფასოებული და საინექციოდ გამზადებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერებები.

ისინი რუსთავსა და  გარდაბანში  აიყვანეს.  დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა  სამინისტროს ინფორმაციით,  ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება   დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე  მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში