ამ დრომდე ორი მოზარდი გამოკითხა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე, დასაკითხია კიდევ ერთი ახალგაზრდა. როგორც ცნობილია ისინი უშუალოდ ჩხუბში არ მონაწილეობდნენ თუმცა ინციდენტის დროს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდნენ და არიან ამბის შემსწრე. კომისიის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით მომდევნო კვირას უკვე მსჯავრდებული პირების, ასევე მინისტრის, ყოფილი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის გამოკითხვა იგეგმება.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა რეაგირება ჰქონდა შსს-ს საგამოძიებო კომისიის მიერ ახალი გარემოებების გამოკვეთის შემდეგ, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ შსს ასევე მუშაობს გარკვეულ ვერსიებზე და ჯერჯერობით არ იცის, ემთხვევა თუ არა ეს ვერსიები ერთმანეთს. მისი ინფორმაციით დღეის მდგომარეობით კომისიას 70-მდე პირი ჰყავს გამოკითხული.