მომდევნო ორი დღის განმავლობაში, აჭარის მუნიციპალიტეტების სოფლების აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.
კომპანია ''ენერგო-პრო ჯორჯიას'' ინფორმაციით, შეზღუდვები გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
ხვალ, 28 ივლისს, 10:30-დან 19 საათამდე ხულოს სოფლებში: კორტოხსა და პაქსაძეებში 210 აბონენტს შუქი გაეთიშება.
30 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე, ქობულეთში სოფლებს კვირიკეს, სამებას, ხუცუბანსა და მიმდებარე სოფლებს, სულ 949 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
შუახევსა და ქედაში - 11:00-დან 19:00 საათამდე 299 აბონენტი დენის გარეშე დარჩება. აღნიშნულ პერიოდში სოფლებს: გულები, ხუნკუდა, ზენდიდი და ასევე დაბა ქედის ნაწილში, შუქი გაითიშება.
კომპანია ''ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.